იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის დასკვნითი შეხვედრა გენუაში გაიმართა, სადაც “ჯენოამ” “პალერმო” მიიღო. შეხვდრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. ანგარიში მე-7 წუთზე სტუმართა ახალგაზრდა ფორვარდმა დიბალამ გახსნა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან მოედნის შუაში შეიწია და მატია პერინს შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაუტანა. ანგარიში მასპინძლებმა 30-ე წუთზე გაათანაბრეს. საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ანდრეა ბერტოლაჩის მიუვიდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და გაიტანა კიდეც. ამის შემდეგ, გუნდებს ანგარიშის შესაცვლელად საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის 10 შეხვედრაში 24 გოლი გავიდა, 5 შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს, 5 ფრედ დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა ამ ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.
“ჯენოა” - “პალერმო” 1:1 (1:1)
გენუა, “მარასი”
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; ბურდისო, რონკალია, მარკეზე; ანტონელი, გრეკო, ედენისლონი, ბერტოლაჩი (კუჩკა 78); პეროტი, მატრი (ფეტფატზიდისი 60), ფალკე (პინილია 46)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, ლაზაარი, გონსალესი; ანდელკოვიჩი, ბარეტო, ჩოჩევი (რობინი 64), მარესკა(ნ’გოი 90), მორგანელა; დიბალა, ვასკესი (ბელოტი 84)
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლები: 0:1 დიბალა (7). 1:1 ბერტოლაჩი (30).
სტატისტიკა - კარისკენ დარყმები: 15 (4) - 11 (6) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 3:3 გაფრთხილებები: 2:0
მსაჯი: მიშელ ფაბრი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი. ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8. ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) - 7. მაურო იკარდი (“ინტერი”) - 7. გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7.