ფეხბურთი

19:33 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დამკავშირებია”

საქართველოს ეროვნული გუნდის ექსთავკაცმა თემურ ქეცბაიამა ინტერნეტპორტალ a-sports.gr-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნა სურს, მაგრამ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დაკავშირებია.

-კლაუდიო რანიერი წარსულს ჩაბარდა. მწვრთნელებს შორის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად თქვენ გასახელებენ. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან კონტრაქტის თაობაზე ვინმე ხომ არ დაგკავშირებიათ?

- მეც ის ვიცი, რაც თქვენ. პუბლიკაციები წავიკითხე, მაგრამ მეტი სიცხადეა საჭირო. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დამკავშირებია. არც ბატონი სარისი და არც ვინმე სხვა.

- საქართველოს ნაკრებიდან წახვედით და საბერძნეთის ეროვნულ გუნდში მუშაობის პერსპექტივა თუ გაინტერსებთ?

- საბერძნეთის ნაკრებში მუშაობა ვის არ სურს? რა თქმა უნდა, მინდა. ეს საუცხოო გუნდია და ამას ყველა ვაღიარებთ. ამ გუნდმა ბოლო ათწლეულში დიდ წარმატებას მიაღწია და იქ მუშაობა ყველასთვის გამოწვევაა.

- ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საბერძნეთის ნაკრების თამაშებს თვალს ადევნებდით?

- შესარჩევ ციკლში რუმინეთთან და ფარერებთან ჩატარებული მატჩები, ასევე სერბეთთან გამართული ამხანაგური შეხვედრა ვნახე. ასეთ შედეგებს ნამდვილად არ ველოდი. ნიცაში გამართულ კენჭისყრაზე საბერძნეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათთვის კენჭისყრის შედეგი მისაღები იყო. თუმცა, ოთხი თამაშის შემდეგ ერთი ქულა ნამდვილად სიურპრიზია. განვლილ მატჩებში მოედანზე ნამდვილად ცუდი სურათი იყო. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს მოთამაშეები დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან.

- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბევრი ფიქრობს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლის შანსი დაკარგულია?

- ვითარების გამოსწორება შესაძლებელია. თუმცა, ამისთვის თამაშის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და ზედიზედ მოგებებია საჭირო. რა თქმა უნდა, საუბარი ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებაზეა. საბერძნეთს ფეხბურთელებიდან გამომდინარე, საამისო პოტენციალი აქვს.

- თქვენი აზრით, კლაუდიო რანიერიმ საბერძნეთის ნაკრებში შედეგი რატომ ვერ აჩვენა?

- რანიერის მუშაობის კომენტირება არ მსურს. მას დიდი კლუბებში უმუშავია. თუმცა, ნაკრები კლუბისგან განსხვავდება. კლუბში მოთამაშეებთან ურთიერთობა ყოველ დღე გაქვს, ხოლო ნაკრებში 3-4 დღე, რაც არასაკმარისია. ბატონ რანიერის მოთამაშეების კარგად გასაცნობად დრო არ ჰქონდა და მისთვის გარემოც უცნობი იყო.

- ოტო რეჰაგელისა და ფერნანდო სანტუშიც წარმატებული მოღვაწეობის მერე, კლაუდიო რანიერიმ არ გაამართლა. ბევრი ფიქრობს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ბერძენი მწვრთნელის მიწვევაა...

- ჩემი აზრით, მომავალი მწვრთნელი ბერძნულ ფეხბურთში კარგად გათვითცნობიერებული უნდა იყოს. ის მოთამაშეებს უნდა იცნობდეს, რომ დრო არ დაკარგოს. ახლა, როდესაც საკვალიფიკაციო ციკლში ნაკრები ასეთ ვითარებაშია, მწვრთნელს შეცდომის უფლება არ აქვს.

- საქართველოს ნაკრებში გატარებული 5 წლის მერე გადადექით. თქვენ თქვით, რომ იმედგაცრუებული ხართ. რატომ?

- მართლაც იმედგაცრუებული ვარ. ამ ნაკრებს მომავალი აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი სამუშაო შევასრულეთ, მაგრამ ახლა ვხედავ, დაინტერესებული არავინაა. თავდაპირველად კარგი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაფუჭდა. კონტრაქტით კიდევ ერთ წელზე მეტი მქონდა დარჩენილი, მაგრამ არ მსურს იმ პროქეტის ნაწილი ვიყო, რომელსაც არავითარი მხარდაჭერა აქვს. მუშაობა და ახალი გამოწვევები მსურს.

- თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ეს გამოწვევა შესაძლოა საბერძნეთის ნაკრები იყოს?

- ეს მართლაც დიდი გამოცდა და შანსია.

0.116929