ფეხბურთი

16:50 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორელიშვილი ლიდერებში დარჩენას გეგმავს

“ტოსნოს” ფორვარდი მიხაილ გორელიშვილი, რომელსაც გორის “დილაშიც” უთამაშია, გარკვეული პაუზის შემდეგ სასტარტო შემადგენლობას რუსეთის პირველი დივიზიონის საშემოდგომო ეტაპის ბოლო მატჩში ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიასთან” დაუბრუნდა.

- სასტარტო შემადგენლობაში დიდი ხანია არ ყოფილხართ?

- სასიამოვნოა, რომ მენდნენ. ვერ გეტყვით ნდობა გავამართლე თუ არა. მწვრთნელებმა თქვეს, რომ ნორმალურად ვითამაშე.

- იმ ადგილით, რომელიც “ტოსნოს” სატურნირო ცხრილში უკავია კმაყოფილი ხართ?

- დიახ. ცუდია, რომ შესვენებაა, რადგან ძალიან კარგი ტემპი “ავკრიფეთ”. “ტოსნო” სატურნირო ცხრილის ლიდერებშია და იქ დავრჩებით.

- პირველ ეტაპზე რომელი გუნდი მოგეწონათ?

- “ტომი” ძალიან მომეწონა. ასევე, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელების გამო “ანჟი” ძლიერ გუნდია. საერთოდ, ყველა გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშია, კარგია. პირველი დივიზიონის დონემ აიწია და თითოეული გუნდი იბრძვის, იოლი მატჩი არცერთია.

- მალე, “ტოსნომ” ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა დაასახელოს. ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის დარჩენის შემთხვევაში კმაყოფილი იქნებით?

- მატიუშენკოსა და გაშიჩევს დიდი ხანია ვიცნობ და კმაყოფილი ვიქნები. გუნდი იგებს ე.ი. ყველაფერი კარგადაა. როგორც ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, ისე იქნება. მათ უკეთესად იციან.

0.11688