ფეხბურთი

16:21 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაო” მონრეალით დაინტერესდა

ბასკური “ბილბაო” ლონდონის “არსენალის” მარცხენა მცველით, ნაჩო მონრეალით დაინტერესდა – იუწყება გამოცემა El Gol Digital–ი.

როგორც იცით, “ბილბაოში” მხოლოდ ბასკი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომაც, მათი სატრანსფერო არეალი შეზღუდულია. მონრეალი პამპლონაში დაბადებული ბასკია და “ლომების” მთავარ მოთხოვნას აკმაყოფილებს. აღნიშნული გამოცემის თანახმად, “ბილბაო” მზადაა, რომ ნაჩოში 8 მილიონი ევრო გაიღოს. ისინი მოლაპარაკებების წარმოებას იანვარში აპირებენ.

მიმდინარე სეზონში, მონრეალმა “არსენალის” მაისური 14-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114496