ფეხბურთი

15:28 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტი" უმწვრთნელოდ დარჩა

53 წლის გერმანელმა სპეციალისტმა არმინ ფემ "შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტუტგარტელები ბუნდესლიგის მე-12 ტურის მატჩში შინ "აუგსბურგთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში "შტუტგარტს" 12 ტურის შემდეგ 9 ქულა გააჩნიათ და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

არმინ ფე გერმანული გრანდის მწვრთნელად მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა, თუმცა ბუნდსლიგაში წარუმატებელი თამაშის გამო თანანმდებობა თვითონვე დატოვა.

0.115244