ფეხბურთი

12:18 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი: "ჯამბაზი არ ვარ"

გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელ ლუკაშ პოდოლსკის "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელთან არსენ ვენგერთან საკუთარ მომავალზე დალაპარაკება სურს.

გერმანელი ფეხბურთელი პრემიერლიგის მე-12 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაში სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. გერმანულ "კიკერთან" საუბრისას პოდოლსკიმ განაცხადა, რომ ფრანგ სპეციალისტთან საუბარი სურს.

"ვენგერს უნდა დაველაპარაკო. დამსახურებული შანსი მჭირდება. მიყვარს ლონდონი, კლუბი, მაგრამ არსებული სიტუაცია არ მომწონს. ჯამბაზი არ ვარ." - განაცხადა გერმანელმა.

მიმდინარე სეზონში 29 წლის თავდამსხმელი ჩრდილო ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. პოდოლსკის თამაში ძირითადად შეცვლებზე უწევს და უკმაყოფილობის საფუძველი ნამდვილად გააჩნია.

თავის მხრივ არსენ ვენგერი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა ზაფხულში მუნდიალის შემდეგ ბევრი დაისვენა და სათანადო ფორმაში ჯერ არაა. კლუბის გამოცვლა პოდოსლკის ბუნდესნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმაც ურჩია. გერმანელისადმი ინტერესს იტალიური გრანდები იჩენენ და შესაძლოა თავდამსხმელმა "არსენალი" ზამთარის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს.

0.10384