ფეხბურთი

5:58 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” დერბიში დამარცხდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მესამე სათამაშო დღის გამორჩეული შეხვედრა “სიუდად დე ვალენსიაზე” გაიმართა. ვალენსიურ დერბიში “ლევანტე” “ვალენსიას” მასპინძლობდა.

ფავორიტებად რასაკვირველია “ღამურები” ითვლებოდნენ, თუმცა შეხვედრა საპირისპიროდ დასრულდა. პირველ ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა ნაღდი საგოლე მომენტი მხოლოდ ერთი ჰქონდათ. ალვარო ნეგრედომ კარგად ითამაშა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ კარლეს ხილს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ძალიან ცუდად დაარტყა.
მეორე ტაიმი კლუბებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. დიეგო ალვეშმა ბარალს აჯობა, ხოლო მარინიომ ანდრე გომეშს. შემდეგი სახიფათო მომენტი “ვალენსიას” კარში გატანილი გოლით დასრულდა, ვიქტორი კასადედუსი კუთხურიდან ჩამოწოდებულს თავური დარტყმით გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ნუნუ ესპირიტო სანტომ ტაქტიკა შეცვალა - “ვალენსიამ” სამი მცველით განაგრძო თამაში და მოედანზე სოფიან ფეგული და დანიელ პარეხო გამოჩნდნენ. სწორედ ამ უკანასკნელმა გაათანაბრა ანგარიში ალვარო ნეგრედოსთან კომბინაციის შემდეგ 73-ე წუთზე. “ღამურების” სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, ცვლილებაზე ორიოდე წუთის შემოსულმა მორალესმა ორი მეტოქე ჩამოიშორა და დიეგო ალვეშს ცხრიანში გაუტანა. დარჩენილ დროში ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ ალვარო ნეგრედოსა და როდრიგო დე პაულს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. “ვალენსიამ” მეორე შეხვედრა წააგო მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ვილიარეალმა”. მარსელინიო ტორალის შეგირდებმა “ხეტაფე” მიიღეს და უქულოდ გაუშვეს მადრიდში. მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს გაიტანეს ორივე გოლი. 38-ე წუთზე ვიეტოს პასით გასპარმა გახსნა ანგარიში, ხოლო 5 წუთში მორენომ ჩერიშევის გადაცემა შეირგო და ორამდე გაზარდა სხვაობა. მეორე ნახევარში სტუმრები შედარებით გამოცოცხლდნენ, თუმცა ერთადერთი რაც მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანაა. 61-ე წუთზე ანგარიში მეჰდი ლასენმა შეამცირა – 2:1. მასპინძლები 18 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ, ხოლო კოსმინ კონტრას კრებული 14 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

12 ტური ისე მიილია, რომ “კორდობას” გამარჯვების გემო კვლავ არ გაუსინჯავს ლა ლიგაში. მიროსლავ ჯუკიჩის შეგირდები “ელჩესთან” საგარეო შეხვედრაში ძალიან ახლოს იყვნენ პირველ სამ ქულასთან, თუმცა ორბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნეს და ქულას დასჯერდნენ.

“ვალენსიას” მსგავსად, მეორე მარცხი განიცადა ვიგოს “სელტამაც”. გალისიელები მადრიდში “რაიო ვალეკანოსთან” დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე ბუენომ გაიტანა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა, აუტსაიდერებს შორის დღეს ღამით შედგება – “გრანადა” “ალმერიას” მიიღებს შინ.

რაიო ვალეკანო – სელტა 1:0 (1:0)


მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1):
კ.ალვარესი, ბა, ზე კასტრო, ტიტო, ნაჩო (ქუინი 56), ტრაშორასი, ბაენა, ლიკა (აკინო 74), ბუენო (მანუჩო 57), კაკუტა, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ჯონი, კრონ-დელი (ჩარლესი 81), რადოხა, ა.ლოპესი (ორელიანა 57), ა.ფერნანდესი (პ.ერნანდესი 67), ნოლიტო, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი:
ბუენო 20.
გაფრთხილებები: ნაჩო, ტრაშორასი, ლიკა, ტიტო, ბაენა, კ.ალვარესი – ორეალიანა, კაბრალი, ნოლიტო, ჩარლესი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

ლევანტე – ვალენსია 2:1 (0:0)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-2-3-1): მარინიო, ვინტრა, დ.ნავარო, ი.ლოპესი, კარაბელასი, სისოკო, დიოპი, ივანშიცი (ხუანფრანი 78), რ.გარსია (მორალესი 72), კასადედუსი (ელ ჟარი 88), ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

ვალენსია (4-4-2): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი (ფეგული 64), გაია, ფუეგო, გომეში, პიატი (პარეხო 64), ხილი, როდრიგო (დე პაული 80), ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 1:0 კასადედუსი (58), 1:1 პარეხო (73), 2:1 მორალესი (74).
გაფრთხილებები: სისოკო, დიოპი – მუსტაფი
მსაჯი: ინიაკი ვიკანდი გარიდო

ელჩე – კორდობა 2:2 (0:1)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-4-2):
ტიტო, ლომბანი, როკო, სისმა, დ.სუარესი, პასალიჩი (კორო 67), მოსკერა, ვ.როდრიგესი (გ.როდრიგესი 85), ფაჟრი, კ.ერერა (ა.ხიმენესი 76), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ი.ლოპესი, პანტიჩი, პინილიო, გუნინო, გარაი (აბელი 86), დეივიდი, კარტაბია (ვიკო 76), ბ.გარსია (კაბალიერო 93), ფიდელი, გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 0:1 ფიდელი (12), 0:2 კარტაბია (60), 1:2 ლომბანი (63 პენ.), 2:2 ჯონათასი (75).
გაფრთხილებები: როკო, ლომბანი, დ.სუარესი – პანტიჩი, პინილიოსი, კარტაბია, ი.ლოპესი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

მე-6 წუთზე ჯონათასმა პენალტი ვერ გაიტანა

ვილიარეალი – ხეტაფე 2:1 (2:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, პაულისტა, რუისი, გასპარი, კოსტა, ტრიგეირასი (ჯონათან დოს სანტოსი 74), პინა, მ.გომესი, გ.მორენო (უჩე 79), ჩერიშევი (კანი 69), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ნალდო, აროიო, ესკუდერო, ხ.როდრიგესი (მიჩელი 63), ლასენი, სარაბია (სამირი 60), იოდა, ჰინესტროზა (ბაბა 69), ლაფიტა.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა

გოლები:
1:0 გასპარი (38), 2:0 გომესი (43), 2:1 ლასენი (61).
გაფრთხილებები: რუისი, გ.მორენო, ჯონათან დოს სანტოსი – სარაბია, ველაზკესი
მსაჯი: სანტიაგო ხაიმე ლატრე

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 20. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 10 კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა"), ქარიმ ბენზემა ("რეალი") – 7.

თეგებილა ლიგა
0.203743