იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” თავკაც ვალტერ მაცარის ზამთარში “მანჩესტერ სიტის” შემტევის, სტევან იოვეტიჩის დამატება სურს.
მილანური კლუბი მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ვერ ასპარეზობს . მაცარი საკუთარი თავდამსხმელების შედეგიანობით უკმაყოფილოა, 25 წლის მონტენეგროელი ფორვარდი კი “მანჩესტერ სიტის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
იოვეტიჩმა სახელი ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშით გაითქვა, რომლის შემადგენლობაშიც 2008-2013 წლებში ჩატარებულ 116 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.