კალათბურთი

14:42 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 5-დან 4 სამქულიანი და 17 ქულა

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ბალეარის კუნძულებზე “პალმა ეარ ევროპას” ესტუმრა და მიუხედავად ქართველი კალათბურთელის ჩინებული თამაშისა, 70:83 დამარცხდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ, აქტივში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ, მატჩი 17 ქულით, 1 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

ბექამ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და რაც ყველაზე სასიხარულოა, 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ასევე 17 ქულა ჩააგდო იამაიკელმა ხალიდ მუტაკაბირმა, ხოლო ტრინიდადის და ტობაგოს წარმომადგენელმა კაილი როულიმ კი 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ლა კორუნიელებს 3 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და ჯერჯერობით, მე-11 ადგილზე არიან, მომდევნო მატჩს კი 28 ნოემბერს, შინ, “პრატთან” ჩაატარებენ.

0.129967