ფეხბურთი

11:00 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “არ მეგონა, თუ ზარას რეკორდის დამხობა შეიძლებოდა”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “სევილიასთან” (5:1) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ არ ეგონა თუ ვინმე ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდარული შემტევის ტელმო ზარას რეკორდს დაამხობდა.

“მომწონს მესის გოლები. დიდი ხანია, ასეთ დიდებულ ფეხბურთელი არ მინახავს, არგენტინელი უნიკალური შემტევია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. არ მეგონა თუ ვინმე ოდესმე ზარას რეკორდს დაამხობდა, მაგრამ მესი ...”- ენრიკეს სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ლეო მესიმ გუშინ “სევილიასთან” გამართულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მესის ამ მატჩამდე პრიმერადივიზონში 250 გოლი ჰქონდა გატანილი. არგენტინელს 1 გოლით უსწრებდა “ატლეტიკის” გოლეადორი ტელმო ზარა, რომელსაც 251 გოლი ჰქონდა გატანილი 1940-55 წლებში.

ამგვარად, ლიონელ მესი ესპანეთის პრიმერადივზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 253 გოლით.

0.05541