ფეხბურთი

1:45 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" მოუტინიომ უშველა, "რენისთვის" ნტეპიმ კვლავ გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის ხუთი მატჩი გაიმართა. შაბათი დღის პირველი მატჩი ფურიანში, “ბასტიასა” და “ლიონს” შორის უგოლოდ დასრულდა. ფურნიეს გუნდი მოგების შემთხვევაში გალიდერებულ პარიზელებს გაუთანაბრდებოდა, თუმცა სტუმრებმა “არმანდ სეზარიზე” გოლი ვერ გაიტანეს.

ამ დროისთვის მე-15 ადგილს იკავებს “ბასტია,” თუმცა მის ქვემოთ განლაგებულ კლუბებს ხვალ უწვთ თამაში. შესაძლებელია კიკაბიძის გუნდი კიდევ უფრო ქვევით ვიხილოთ.

კამერუნში დაბადებულ და ფრანგულ ფეხბურთში ცნობილ პოლ-ჟორჟეს ნტეპის კვლავ გააქვს. ამჯერად “გენგამს” გასვლაზე შეუგდო და “რენმა” მე-6 ადგილზე აინაცვლა.

“გენგამს” ძალიან უჭირს. დღეს შინ ქულაც ვერ აიღო და ლიგაში დარჩენის შანსი კიდევ უფრო გაირთულა, თუმცა სეზონი გრძელია და ქულათა მოპოვების შანსი არაერთხელ ექნებათ.

საინტერესო მატჩი გამოვიდა “მონაკოში.”საწყის წუთებში დაწინაურებული მასპინძლები კოიტას გოლისა და კონდოგბიას ავტოგოლის შემდეგ აგებდნენ.

პორტუგალიელმა მოუტინიომ, რომელიც ჟარდიმიმ კონდოგბიას ნაცვლად შეუშვა მინდორზე, რამდენიმე წუთში საბოლოო წერტილი დასვა, გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა. 28 წლის ნახევარმცველმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეორედ გაიტანა.

“მონაკო” მე-8, ხოლო “კაენი” მე-16 ადგილზეა. როგორც ამ ეტაპიდან ჩანს ჟარდიმის გუნდის მაქსიმუმი სამეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, ხოლო “კაენი” დაბალი კლასის გუნდია, მათ ლიგა 2-ში არ გავარდნა წარმატებულ სეზონად ჩაეთვლებათ.

“ლორიენმა” გერეიროს გოლით მოიგო. 20 წლის პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს გაუტანა, ხოლო დღეს “ლანსის” ჯერ დადგა. გამარჯვებით მასპინძლებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს, თუმცა მშვიდად ყოფნა არ მოუწევთ. “ევიანს” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ, დაძაბულობა ცხრილის ზედა ნაწილის მსგავსად ცხრილის ბოლოშიც იგრძნობა.

“ალიანს რივიერაზე” პუელისა და ვასურის კლუბები ფრეზე გაიყარნენ. “ნიცა” და “რეიმსი” ცხრილის შუაში იმყოფებიან და გამოკვეთილი მიზნისთვის ბრძოლა არ მოუწევთ.

ბასტია – ლიონი 0:0

ფურიანი, “სტად არმანდ სეზარი.”

ბასტია: არეოლა, პეიბერნსი, სკილაჩი (რომარიკი 68 ), მოდესტო, პალმიერი, ბუდებუზი, ჟილე, დიაკიტე, კაჰუზაკი, კამანო (აიტი 61 ), ონგენდა (მაბულუ 80 )

მთავარი მწვრთნელი: გისლან პრიტანტი

ლიონი: ლოპესი, ჟალე, ბისევაჩი, უმტიტი, ბედიმო, მვუემბა (ფერი 79 ), გონალოსი, მალბრანკი, ტოლისო, ლაკაზეტი (ბენზია 85 ), ნ’ჟიე (იატარა 68 )

მთავარი მწვრთნელი: ფურნიე

მთავარი მსაჯი: ბენოი ბასტიენი

გაფრთხილება: კამანო (31), დიაკიტე (46), ბისევაჩი (47), სკილაჩი (49), მოდესტო (66)

გენგამი – რენი 0:1 (0:1)

გენგამი, “სტად დე რუდურუ.”

გენგამი: ლოსლი, იაკობსენი, სორბონი, ანგუა, კებრა, მატისი, მარვუა, სანხარე (ჟირესი 79), ბივუ, პიე (დიალო 64), მანდანე

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

რენი: კოსტლი, დანზე, არმანდი, მექსერი, მ’ბენგუ, მორეირა, ფერნანდესი, პაიო (კონრადსენი 73), დუკურე, ტოივონენი (ჰაბიბუ 64), ნტეპი (ჰოსინერი 89)

მთავარი მწვრთნელი: მონტანიერი

გოლი: 0:1 ნტეპი (37)

მთავარი მსაჯი: ბართლომეუ ვარელა

გაფრთხილება: ანგუა (45+1), მექსერი (52), დანზე (55), ფერნანდესი (59), დიალო (90+1)

მონაკო – კაენი 2:2 (1:0)

მონაკო, “ლუი მეორე.”

მონაკო: სუბასიჩი, კარვალიო, ეჩიეჟილე, აბდენური, ფაბინიო, ტულალანი, კონდოგბია (მოუტინიო 71), კარასკო, სილვა (მარტიალი 89), ბერბატოვი, ჟერმაინი (ტრაორე 62)

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

ლანსი: ვერკუტრე, კალვე, პიერე, და სილვა, იმორუ, ფერეტი, რასპენტინო, კანტე, დუჰამელი (პრივატე 80), კოიტა (ადეოტი 75), ბაზილე (ნანგისი 62)

მთავარი მწვრთნელი: გარანდე

გოლები: 1:0 იმორუ (ავტოგოლი 5), 1:1 კოიტა (50), 1:2 კონდოგბია (ავტოგოლი 59), 2:2 მოუტინიო (75),

მთავარი მსაჯი: სებასტიან მორეირა

გაფრთხილება: და სილვა (72), რასპენტინო (90+4)

ნიცა – რეიმსი 0:0

ნიცა, “ალიანს რივიერა”

ნიცა: ჰასენი, პუელი, ამავი, გომისი, გენევოსი, ჰალტი (პუელი 90+2), მენდი, ეისერიკი, ბოსეტი (რაფეტრანიაინა 58), ცვიტანიჩი (ვერკაუტერენი 80), პლეა

მთავარი მწვრთნელი: პუელი

რეიმსი: პლასიდე, მანდი, ტაკალფრედი, კონტე, სინორინო, ფორტესი (კურტეტი 55), დევუ, ონიანგუ (მფულუ 89), ბურილონი, დე პრევილე, ნ’გოგი (გლომბარდი 72)

მთავარი მწვრთნელი: ვასური

მთავარი მსაჯი: ფილიპ კალტი

გაფრთხილება: ონიანგუ (24), ტაკალფრედი (29), ვერკაუტერენი (80), რაფეტრანიაინა (86)

ლორიენი – ლანსი 1:0 (1:0)

ლორიენი, “ლე მუსტოირი.”

ლორიენი: ლეკომტე, კონე, გასამა, ლე გოფი, გერეირო, ჟოფრე (ბართელმე 68), მოსტეფა, მესლუბი, უოჩტერი, აეუ, ლავინე (სუნუ 16, ჟენო 61)

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

ლანსი: რიუ, კანტარი, ლანდრე, კავარე, ბაალი, ვალდივია, ნომენიანაჰარი (ნ’დიაე 66), ბურიგადი (ტუზგარი 79), სიპრიენი (გბამინი 19), გილუმი, ჩავარია

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

გოლი: 1:0 გერეირო (21)

მთავარი მსაჯი: ამურ დელერუ

გაფრთხილება: აეუ (76)

გაძევება: ლანდრე (15)

0.148313