ფეხბურთი

17:29 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის იდეალი კრიშტიანუ რონალდუა

გუშინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის შემდეგ, გარეთ ბეილმა BBC-ის ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დონემდე ასვლის დიდი სურბვილიაქვს.

„კრიშტიანუ დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. როცა მას ვარჯიშებს, მონდომებას ყოველდღე ვუყურებ, სურვილი მიჩნდება, რომ მის დონემდე მივიდე. ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის მე ყოველდღე და ყოველ წუთს ვმუშაობ და იმედი მაქვს, ერთხელაც ამას შევძლებ.” – განაცხადა ბეილმა.

უელსელი ფეხბურთელი მოედანს სამშაბათს, “ლივერპულის წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდა და მოედანზე შემცვლელად შევიდა, გუშინ კი“რაიოს” წინაღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გოლის გატანაც მოახერხა. “ლა ლიგის” მიმდინარე გათამაშებაში მას 8 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116535