“დორტმუნდის” ნახევარცველი მარკო როისი ისევ ტრავმირებულია. გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დღეს “პადერბორნის” წინააღმდეგ გამართული მატჩის 67-ე წუთზე, მასპინძელ ბაკალორცთან შეჯახების შემდეგ, შესაცვლელი შეიქნა. როისის ტრავმის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.