ფეხბურთი

18:17 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გონალონმა “ლიონთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და “ლიონის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა მაქსიმ გონალონმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

“ლიონის” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ლიონელთა კაპიტნის სატრანსფერო ღირებულება 14.5 მილიონ გირვანქას შეადგენს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა 16 მატჩი ჩაატარა და თითო გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

0.111056