“ვალენსიას” მარცხენა მცველმა, ხოსე ლუის გაიამ მოახლოებულ ვალენსიურ დერბიზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, დერბი გამორჩეული შეხვედრაა და გამარჯვების მოსაპოვებლად უდიდესი მონდომებაა საჭირო.
“დერბი ყოველთვის გამორჩეული შეხვედრაა, სადაც გამარჯვებისთვის უდიდესი მონდომებაა საჭირო. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.
“ლევანტემ” ცუდი სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა, რაზეც “სევილიასთან” ნათამაშები ფრეც მოწმობს. მათთვის დერბი დიდი შეხვედრაა და ყველა სხვა მატჩისგან განსხვავებული. რთული თამაში გველის, რადგან ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. კარგი სტარტის შემდეგ არ უნდა მოვუკლოთ და ასევე განვაგრძოთ. საჭიროა, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და შანსებს დაველოდოთ.
დანიელ პარეხო ძალიან გვაკლია და იმედია, რომ მალევე დაბრუნდება. მას თამაში სურს, თუმცა ყველაფერი ექიმებზეა დამოკიდებული.
ფიზიკურად თავს კარგად კარგად ვგრძნობ. დერბისთვის განსაკუთრებულად ვემზადები და კარგი შეხვედრის მოლოდინში ვარ”, - განაცხადა 19 წლის მცველმა.
შეგახსენებთ, რომ “ლევანტესა” და “ვალენსიას” დაპირისპირება კვირას 20:00 საათზე შედგება.