“დიორის” ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კლუბის არსებობის ისტორიაში უნგრეთის ლიგის თასზე გატანილი გოლების მიხედვით ერთი-ერთი ლიდერია.
21 წლის ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში ხსენებულ ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე მეტოქეთა კარი ერთხელ აეღო, ამჟამად 10 გოლი დაუგროვდა.
ამ მაჩვენებლით ქვილითაია თანაგუნდელ ადამ დუდაშს გაუთანაბრდა. ლიგის თასზე “დიორის” ექსფორვარდს რატი ალექსიძეს 4 გოლი დაუგროვდა, ხოლო უნგრული კლუბის ყოფილ ნახევარმცველს თეიმურაზ შარაშენიძეს თავი ერთხელ გამოუჩენია.