ესპანური გამოცემის, “მეტროს“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მზადაა უელსელი ფეხბურთელის, გარეთ ბეილის გასაყიდად და მის შემცვლელად „ჩელსის“ ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი ესახება.
ამავე წყაროს ცნობით, ბეილის შეძენა “მენჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელს ლუის ვან გაალს სურს. ბეილი მადრიდის რიგებს, 2013 წლის ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. მან წელს ლა ლიგაში „რეალის“ მაისურით 8 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.