ფეხბურთი

13:08 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბონიმ  “სუონსთან” გაახანგრძლივა

“ვიტესის” ყოფილი ფეხბურთელი ვილფრიდ ბონი სუონსის “ლიბერთი სთედიუმზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. “სუონსის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას სიახლეს გამოეხმაურა გუნდის მთავარი მწვრთნელი გარი მონკი.

“სასიხარულო ამბავია. ასეთი ფეხბურთელები კლუბებმა დიდი ხნით უნდა შეინარჩუნონ. მათი მნიშვნელობა დიდია, რადგან შეუძლიათ დიდი სარგებლის მოტანა. ბონის გუნდში ყოფნით ბედნიერი ვარ”, – განაცხადა მწვრთნელმა.

ვილფრიდ ბონის პირველი ევროპული კლუბი პრაღის “სპარტა” იყო. ჩეხურ კლუბში კარგ თამაშს “ვიტესში” გადასვლა მოჰყვა, ხოლო მორიგი წარმატებული პერიოდის შემდეგ უელსურ კლუბში გადავიდა.

0.123453