ფეხბურთი

12:17 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: “ვენგერს ჩემი თამაშის გაუმჯობესება შეუძლია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა შემტევმა მესუთ იოზილმა ჟურნალისტებთან საუბარში არსენ ვენგერთან ურთიერთობაზე ისაუბრა. იოზილის თქმით, ის ვენგერს ენდობა და სჯერა, რომ ფრანგ სპეციალისტს მისი თამაში უკეთესი შეუძლია გახადოს.

“ვამაყობ “არსენალის” წევრობით და მიწევს ისეთ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიცაა ვენგერი. მწვრთნელი ენდობა ჩემს პროფესიონალიზმს, მე კი სიამოვნებით ვთამაშობ მისი ხელმძღვანელობით”, - განაცხადა იოზილმა.

გერმანიის ნაკრების 26 წლის შემტევი მესუთ იოზილი “არსენალს” 2013 წელს 53 მილიონად მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა. იოზილმა მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში “მეთოფეთა” მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114504