კატალონიის “ბარსელონას” მცველი მარტინ მონტოია უახლოეს პერიოდში კლუბის გამოცვლას აპირებს.
TV3-ის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა “ბარსელონას” სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას და მას ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნა გადასცა.
კატალონიელები მზად არიან მონტოია სხვა გუნდში გაანათხოვრონ, ან გაყიდონ, ოღონდ შეთანხმებაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს პუნქტი, რომლის თანახმადაც “ბარსელონას” მისი უკან გამოსყიდვის უპირატესობა ექნება. თავად ფეხბურთელს სურს, რომ სრულფასოვანი გასხვისება მოხდეს, თუმცა, ოღონდ გუნდი გამოიცვალოს და სათამაშო პრაქტიკა მიიღოს და ნებისმიერ წინადადებას დათანხმდება.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, მონტოიამ მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მცველის მიმართ დაინტერესებას იტალიური კლუბები იჩენენ - “ინტერი”, “მილანი” და “რომა”.