ვიქტორ სანიკიძის “უნიკსს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იგი ევგენი პაშუტინი გახლავთ, რომელიც კლუბს 2010-12 წლებშიც ავარჯიშებდა. საგულისხმოა, რომ პაშუტინი რუსეთის ნაკრების თავკაციც გახლავთ, ამდენად, მოღვაწეობას ერთბაშად ორ პოსტზე გააგრძელებს.
ყაზანელებმა უწინდელი დამრიგებლის – ბერძენი არგირის პედულაკისის განთავისუფლება არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გადაწყვიტეს. პედულაკისის ხელში “უნიკსმა” ევროლიგის ხუთ მატჩში 4 მარცხი განიცადა და ვთბ-ლიგაში 2 უკანასკნელი მატჩიც წააგო.
ახალი მწვრთნელის მეთაურობით, ყაზანელები პირველ მატჩს 20 ნოემბერს ევროლიგაში ჩაატარებენ. “უნიკსის” მეტოქე თურქული “ანადოლუ ეფესი” იქნება.