როგორც “ტუტოსპორტი” იუწყება, “ანდერლეხტის” 17 წლის ტალანტ იური ტილემანსის შეძენით “იუვენტუსი” და “ნაპოლი” დაინტერესდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბების მსგავსად, ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენის სურვილი “ლივერპულსაც” აქვს.
ბოლო წლებში ბელგიურ ფეხბურთში მრავალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანია ტილემანსი, რომელიც “ანდერლეტხის” ძირითად გუნდში მეორე სეზონს ატარებს და ბესნიკ ჰასის სასტარტო თერთმეტეულში მუდმივად ხვდება.
ტილემანსმა სადებიუტო სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლია.