ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა"არისტოკრატების" პირველი მწვრთნელი, რომელსაც სეზონის სტარტიდან 17 ოფიციალურ შეხვედრაში არ წაუგია.
ამ შეხვედრებიდან მოურინიოს გუნდმა 13 მოიგო, ხოლო 4 ფრედ ითამაშა. "არისტოკრატებმა" პრემიერლიგაში 11-დან 9 შეხვედრაში იმარჯვეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4-დან 2 მოიგეს და ორიც საყაიმოდ დაასრულეს. ორი მატჩი ლონდონელებმა ინგლისის თასზე მოიგეს.
"ჩელსი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 29 ქულით უდგას სათავეში. ლონდონელებს მომდევნო მატჩი 22 ნოემბერს "ვესტ ბრომვიჩთან" ელით და დიდი ალბათობით მოურინიო შედეგს გააუმჯობესებს.