ფეხბურთი

13:45 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კროოსისთვის სანაკრებო წელი საუცხოოდ დასრულდა

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ტონი კროოსი ვიგოში ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვებით (1:0) კმაყოფილი დარჩა. განვლილი მატჩის 89-ე წუთზე ერთადერთი გოლი სწორედ კროოსმა გაიტანა.

“წლის ბოლოს ნაკრებში დამამთავრებელი მატჩის წარმატებით ჩატარება ძალიან გვსურდა. საუცხოო წელი აღმოჩნდა, რომელიც ესპანეთთან გამარჯვებით ღირსეულად დავასრულეთ,” – იუწყება კროოსის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის “ტვიტერი”.

0.13041