მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრიმერადივიზიონის მე-11 ტურში "რაიოს" 5:1 დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მოედანზე საუკეთესო ტონი კროოსი იყო. გერმანელმა ნახევარმცველმა 55-ე წუთზე პირველი მადრიდული გოლი გაიტანა.
"კროოსი მოედანზე საუკეთესო იყო. აღტაცებული დავრჩი მისი საუკეთესო თამაშით. როცა იგი შეტევაში მიდის, ლუკა მოდრიჩი პარტნიორს საიმედოდ აზღვევს. ნახევარდაცვაში მათი წყვილი კარგად თამაშობს." - განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და გუშინდელ გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტონი კროოსის გოლი "რაიო ვალეკანოსთან"