ფეხბურთი

17:18 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გენკში ოქრიაშვილის ფორმაში მალე შესვლის ეიმედებათ

ბელგიის “გენკში” იმედი აქვთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი პირველ გუნდში მალე ითამაშებს. ამის შესახებ ბელგიური ინტერნეტპორტალი sport.be იუწყება.

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-პოლონეთის მატჩის შემდეგ, ოქრიაშვილი ბელგიაში დროულად დაბრუნდა და პირველ გუნდში ივარჯიშა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ის ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით ინდივიდუალურად დაიტვირთება. ოქრიაშვილი მომავალ ტურში “ოსტენდესთან” მატჩს გამოტოვებს.

ბელგიური კლუბის მესვეურებმა დაპირება შეასრულეს და ოქრიაშვილს, რომ გენკში თავის მარტოსულად არ ეგრძნო, მასთან დედა და ძმა ჩავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11599