ფეხბურთი

12:56 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” 42 გოლი სარეკორდოა

მადრიდის “რეალი” სეზონს ძალზე შედეგიანად ატარებს. გუშინ “სამეფო კლუბმა” “რაიო ვალეკანო” 5:1 გაანადგურა.

“რეალმა” ესპანეთის პრიმერადივიზიონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა. პირველ 11 ტურში ასეთი შედეგიანობა “ლა ლიგაში”, 1950-1951 წლების შემდეგ, არცერთ კლუბს არ უჩვენებია. მადრიდელებს საშუალოდ თამაშში 3.81 გოლი გააქვთ. 42 გატანილი გოლიდან 18 კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114937