ლონდონის “ვესტ ჰემი” თურქული “ბეშიქთაშის” თავდამსხმელით, დემბა ბათი დაინტერესდა – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.
მიმდინარე სეზონში “ჩაქუჩები” მშვენივრად გამოიყურებიან და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შანსი აქვთ, რომ ევროტურნირების საგზური მოიპოვონ. ამიტომაც, სემ ელარდაისს ზამთარში ერთი მაღალი დონის ფორვარდის დამატება სურს.
აღნიშნული გამოცემის ცნობით, “ვესტ ჰემი” აფრიკელ ფორვარდში 8 მილიონ ფუნტს იხდის.