კალათბურთი

19:08 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საკრამენტომ” რუდი გეისთან 40-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

“საკრამენტო კინგზმა” ფორვარდ რუდი გეისთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას Yაჰოო ავრცელებს. 3 წლის განმავლობაში “საკრამენტო” გეის 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდის.

მიმდინარე სეზონში რუდი გეის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 22.5 ქულა გახლავთ.

რუდი გეის კარიერა NBA-ში 2006 წელს “მემფის გრიზლში” დაიწყო, სადაც ის 2013 წლამდე თამაშობდა. 2013-დან გეი “საკრამენტოს” ღირსებას იცავს. 28 წლის ფორვარდს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში 2-ჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული (2010, 2014 წლები).

რუდი გეის ტოპ 10 ჩატენვა

0.118213