ტურინის “იუვენტუსის” და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა ფრანგულ გამოცემა “ეკიპს” სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. მათ შორის, “ოქროს ბურთის” მომავალ გამარჯვებულზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება.
“ოქროს ბურთი” ჩემი აზრით, კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მოიგოს. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება” – განაცხადა პოგბამ.
“ოქროს ბურთის” მოპოვების კანდიდატებს შორის პორტუგალიელი ვარსკვლავი ფავორიტად ითვლება.