ფეხბურთი

11:49 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინოს იტალიაში დაბრუნება სურს

ჩინური გრანდის "გუანჯოუ ევერგრანდის" თავდამსხმელ ალბერტო ჯილარდინოს კარიერის გაგრძელება კვლავ იტალიაში სურს. 32 წლის ფორვარდს ჩინელებთან კონტრაქტი 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ფეხბურთელი.

იტალიელს, რომელიც ახლახანს ჩინეთის ჩემპიონი გახდა სურს, რომ სერია A-ში გატანილი გოლების რიცხვი 200-მდე გაზარდოს. ჯილარდინოს იტალიის ჩემპიონატში 174 გოლი აქვს გატანილი.

"ჩინეთში კარიერის ხუთი მნიშვნელოვანი თვე გავატარე. ჩინეთის ჩემპიონობით მოხარული ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში იტალიაში დავბრუნდე, რადგან მინდა სერია A-ში 200 გოლი გავიტანო." - განაცხადა ჯილარდინომ.

ალბერტო ჯილარდინომ კარიერა "პიაჩენცაში 1999 წელს დაიწყო და მას შემდეგ "ვერონას", "პარმას", "მილანის", "ფიორენტინას", "ჯენოას" და "ბოლონიას" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი ხსენებულ ჩინურ გრანდში იმყოფება. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჯილარდინომ 58 მატჩი ჩაატარა და 19 გოლის ავტორიც გახდა. ის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

0.114345