რაგბი

17:50 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ტონგას ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტესტ-მატჩს ტონგას წინააღმდეგ მართავს. მილტონ ჰეიგის დამოძღვრილი "ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს ანგარიშით 6:3 ამარცხებენ.

ქართველები 12-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილის მიერ შესრულებული ჯარიმით დაწინაურდნენ, 28-ე წუთზე კი კურტ მორათიმ წონასწორობა აღადგინა - 3:3. მასპინძლებმა პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მობილიზება მოახერხეს და კვირიკაშვილმა ქართველთა დაწინაურება კომპენსირებულ დროში მოახერხა - 6:3

0.117532