ფეხბურთი

14:26 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელფიმ შესაძლოა “ასტონ ვილა” დატოვოს      

“ასტონ ვილას” ლიდერი ფაბიან დელფი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. “ტელეგრაფის” ცნობით, დელფის შეძენით “ლივერპული,” “ევერტონი” და “ტოტენჰემი” დაინტერესდნენ.

“ასტონ ვილას” ხელმძღვანელები ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ, თუმცა როგორც ამ ეტაპზე ჩანს, დელფისა და კლუბის ურთიერთობა სეზონის ბოლოს შეწყდება.

2009 წელს ფაბიან დელფი “ლიდსიდან” გადავიდა “ასტონ ვილაში,” რომლის რიგებშიც ასზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122821