ფეხბურთი

12:40 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკეს პიკეზე კითხვები ყელში ამოუვიდა

კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს პრიმერადივიზიონში "ალმერიასთან" გასამართი მატჩის წინ ხერარდ პიკეს შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს.

ესპანელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ბოლო ორ მატჩში არ მონაწილეობდა, თუმცა ვისენტე დელ ბოსკემ იგი "ფურია როხას" გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. ესპანური მედია იუწყება, რომ დისციპლინის დარღვევის გამო ენრიკემ პიკე დასაჯა და მათ შორის კონფლიქტია.

"პიკე ყველაფერს აკეთებს, რათა ითამაშოს და არ ვაპირებ პრესასთან რაიმეს გაზვიადებას. კმაყოფილი ვარ ყველა იმ მცველით, რომელიც შემადგენლობაში მყავს. უკვე რამდენიმე კითხვა დამისვით პიკეს შესახებ და ყელში ამომივიდა. მიმდინარე სეზონში რომელიმე ფეხბურთელისგან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არ შემიმჩნევია და თუ შევამჩნევ, ვინ არ უნდა იყოს, დაისჯება." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

პრიმერადივიზიონის მე-11 ტურის მატჩში "ბარსელონა" "ალმერიას" დღეს დაუპირისპირდება და შესაძლოა პიკე "ბლაუგრანას" რიგებში ვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118297