ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ჰოლანდიელები 12 ნოემბერს მექსიკას ამხანაგურად დაუპირისპირდებიან, ხოლო 16 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ლატვიასთან გამართავენ.
ბოლო დროს ჰოლანდიელი სპეციალისტის მოღვაწეობით როგორც გულშემატკივრები, ასევე ეროვნული ფედერაცია უკმაყოფილოა. ჰიდინკმა განაცხადა, რომ თუ ლატვიას ჰოლანდია ვერ მოუგებს იგი თანანმდებობას დატოვებს.
გუს ჰიდინკის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: იასპერ სილესენი ("აიაქსი"), ტიმ კრული ("ნიუკასლი", ინგლისი), კენეტ ვერმეერი ("ფეინოორდი").
მცველები: ბრუნო მარტინს ინდი ("პორტუ", პორტუგალია), რიკარდო ვან რინი, ჟოელ ველტმანი (ორივე "აიაქსი"), რონ ვლაარი ("ასტონ ვილა", ინგლისი), სტეფან დე ვრიი ("ლაციო", იტალია), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ, საფრანგეთი), იეტრო ვილემსი (პსვ).
ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), დალეი ბლინდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ჰოლანდია), ხორდი კლასიე ("ფეინოორდი"), ნაიჯელ დე იონგი ("მილანი", იტალია), დავი კლასენი ("აიაქსი"), ჯორჯინიო ვეინალდუმი (პსვ), ვესლი სნეიდერი ("გალათასარაი", თურქეთი).
თავდამსხმელები: მემფის დეპაი (პსვ), კლას იან ჰუნტელაარი ("შალკე", გერმანია), ლუსიანო ნარსინგი (პსვ), რობინ ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), კვინსი პრომესი (მოსკოვის "სპარტაკი", რუსეთი), არიენ რობენი ("ბაიერნი", გერმანია).