იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "სკუადრა აძურას" გულშემატკივრებს "სან სიროზე" მისვლისკენ მოუწოდა. 16 ნოემბერს იტალია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას მილანში დაუხვდება.
იტალიელ სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქომაგების გულმხურვალე მხარდაჭერა "სკუადრა აძურას" გამარჯვებაში დაეხმარება.
"ვიმედოვნებ, მილანი ენთუზიაზმით დახვდება იტალიის ნაკრებს და მათი მხარდაჭერით გავიმარჯვებთ. ხორვატია ძლიერი გუნდია და ქომაგობის გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდება. გულშემატკივრების თვალსაზრისით ჩვენ ჩამოვუვარდებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია და საფრანგეთი. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და ამის გასაკეთებლად ქომაგების გვერდში დგომაა საჭირო." - განაცხადა კონტემ.
იტალიის ნაკრები 16 და 18 ნოემბერს ორ საშინაო მატჩს გამართავს - ჯერ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ხოლო ორ დღეში ალბანეთთან ამხანაგური თამაში