კალათბურთი

1:01 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიკსმა” ლიტვაშიც წააგო

ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ევროლიგის მე-4 ტურში მე-3 მარცხი განიცადა და სიტუაცია ძალიან გაირთულა. ყაზანელები ჩინებულ ფორმაში მყოფ კაუნასის “ჟალგირისს” სტუმრობდნენ და 71:77 წააგეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით მხოლოდ 09:49 წუთს ითამაშა. ვიქტორი მოედანზე პირველი მეოთხედის მიწურულს გამოჩნდა და ვინაიდან მალევე 2 პერსონალური ფოლი მიიღო, არგირის პედულაკისმა კი სათადარიგოთა სკამზე ხანგრძლივი დროით დააბრუნა.

აღნიშნულ დროში სანიკიძემ 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 3 ქულას შეტევაში განხორციელებული 2 მოხსნაც წაამატა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“უნიკსის” რიგებში საუკეთესო კეიტ ლენგფორდი იყო 24 ქულით, ჟალგირისის ამერიკელმა ლიდერმა ჯეიმს ანდერსონმა კი 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

ყაზანურ კლუბს A ჯგუფში მე-4 ადგილი უკავია და მისდარი მონაგარის მქონე “ნიჟნი ნოვგოროდს” და ჯერაც მიუგებელი – იტალიურ “სასარის” უსწრებს. მომდევნო ტურში, 13 ნოემბერს, “უნიკსი” სწორედ ნოვოგოროდელებს უმასპინძლებს.

0.121911