ფეხბურთი

21:41 | 6.11.2014 | ნანახია 540 - ჯერ

“ვესტ ჰემი” რიდს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ლონდონის “ვესტ ჰემი” 26 წლის ცენტრალურ მცველს, უინსტონ რიდს უახლოეს დღეებში ახალი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს.

“ჩაქუჩები” ახალ ზელანდიელ ფეხბურთელს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი კვირაში 75000 ფუნტამდე გაიზრდება.

რიდს “ვესტ ჰემთან” მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება. მისით “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:29 | 06.11.2014
Lakers4Barca (96)

75000 momecit da amaze magar sams mogiyvant

0.117209