მადრიდის “რეალის” და საფრანგეთის ნაკრების 26 წლის ფორვარდს ქარიმ ბენზემას კარგი პერიოდი უდგას. ფეხბურთელმა ესპანურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მართლაც კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა არ იცის, საუკეთესოა თუ არა მის კარიერაში.
“რა თქმა უნდა კარგი დრო მიდგას, მაგრამ არ ვიცი საუკეთესოა თუ არა. 26 წლის ვარ და მჯერა კარიერის საუკეთესო პერიოდი წინ მელის. ჩემი ასაკი იდეალურია ფეხბურთელისთვის, როგორც ფიზიკური თავლსაზრისით, ისე ტექნიკური კუთხით”, - განაცხადა ბენზემამ.
ქარიმ ბენზემა მიმდინარე სეზონს მართლაც მაღალ დონეზე ატარებს. “ლა ლიგაში” ფრანგ ფეხბურთელს 5 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი მეტოქეთა კარი 4 ჩატარებულ შეხვედრაში 5-ჯერ აიღო, ერთხელ კი საგოლე გადაცემა შეასრულა.