ფეხბურთი

18:10 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” პერესი მოუნდა

ესპანური “ვალენსია” ლისაბონის “ბენფიკას” 28 წლის ნახევარმცველი ენცო პერესის შეძენით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაცია, “ღამურების” სპორტულმა დირექტორმა ფრანსისკო რუფეტემ პორტუგალიურ გამოცემა “ა ბოლას”-თან საუბარში დაადასტურა.

“პერესი ჩვენს კლუბს მართლაც მოსწონს და ვაგრძელებთ მასზე დაკვირვებას. თუ ამ ტრანსფერს გავჩარხავთ ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან მისი პერსონით სხვა გუნდებიც ინტერესდებიან. ახლა კი იმ შემადგენლობითაც კმაყოფილები ვართ, რაც გვყავს”, - განაცხადა რუფეტემ.

ენცო პერესი ლისაბონის “ბენფიკაში” 2012 წლიდან ასპარეზობს. წლეულს კი საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.118152