ფეხბურთი

16:39 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი დარწმუნებულია, რომ “იუვე” ჯგუფიდან გავა

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელმაც “ოლიმპიაკოსთან” (3:2) მოგებულ შეხვედრის ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, დარწმუნებულია, რომ ეს გადამწყვეტი არ გამოდგება და “ბებერი ქალბატონი” 1/8 ფინალში გააღწევს. ამის შესახებ ჩილელმა ნახევარმცევლმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

“ჩვენი “იუვე” ვართ. ბურთებზე დამოკიდებული არ ვიქნებით. ჯგუფიდან ნამდვილად გავალთ, მშვიდად იყავით”, – განაცხადა ვიდალმა.

არტურო ვიდალის მიერ გაცუდებულმა პენალტმა აჟიოტაჟი იმის გამო გამოიწვია, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ბერძნების მხარეს დარჩა (1:0, 2:3) და თუ ეს ორი გუნდი ჯგუფურ ეტაპს თანაბარი ქულებით დაასრულებს, მერვედფინალში “ოლიმპიაკოსი” გავა.

0.115232