როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველი ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანურ “ჩემპვილს” დაუბრუნდა და მომავალ სეზონსაც აზიურ ჩემპიონატში გაატარებს. “სკიტა” ჩემპვილელთა ღირსებას 2012-13 წლების სეზონში იცავდა და საშუალოდ 17.9 ქულას და 10.9 მოხსნას აგროვებდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ცქიტიშვილი ახალი სეზონის წინ...
- ჩემპვილში დაბრუნებისგან რა მოლოდინი გაქვთ?
- დაბრუნების ბევრი მიზეზი მაქვს. პირველ რიგში ჩინებული ქვეყანაა და ბეირუთი განსაკუთრებით მომწონს. აქ თავს შინაურულად ვგრძნობ, რადგანაც ხალხი დიდი პატივისცემით და სიყვარულით მეპყრობა. ვფიქრობ, ლიბანი აზიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ადგილია და თამაშისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
- 2012-13 წლების ნიკოლოზ ცქიტიშვილსა და ახლანდელს შორის რა სხვაობაა?
- ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული სხვაობაა. უბრალოდ, მას შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ვითამაშე და ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება მივიღე.
- გასულ ზაფხულს რით იყავით დაკავებული?
-ვცდილობდი, რომ ფორმა შემენარჩუნებინა. წინა სეზონში ჩემპვილთან ერთად ჩემპიონატის მოგებამდე ცოტა დამაკლდა და ახლა, ეს უნდა გამოვასწოროთ. წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ.