ფეხბურთი

21:38 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰამანმა რემსი გააკრიტიკა

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა, კერძოდ “ემიერეითსზე” გამართულ მატჩს შეეხო.

ჰამანმა “არსენალის” ფეხბურთელი აარონ რემსი გააკრიტიკა. “ლივერპულის” ყოფილმა ნახევარმცველმა უელსელის მინუსად ზედმეტი ინდივიდუალურობა დაასახელა.

“ბელგიურ კლუბთან თამაშში რემსი გუნდის წარმატებაზე არ იყო კონცენტრირებული, მან მთელი კონცენტრაცია გოლის გატანაზე გააკეთა, რამაც შედეგი ვერ მოიტანა. ამასთან, შეტევაში წასული “მეთოფეები” ივიწყებდნენ დაცვითი ფუნქციების შესრულებას”, – აღნიშნა ჰამანმა.

ლონდონის “არსენალი” ბრიუსელის “ანდერლეხტს” მესამოცე წუთისთვის 3:0-ს ამარცხებდა, თუმცა ბოლო ნახევარ საათში ამდენივე გაუშვა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135695