“ლივერპულის” მცველი კოლო ტურე მადრიდის “რეალთან” თამაშის შემდეგ (0:1) ჟურნალისტებს ესაუბრა. აფრიკელის თქმით, გუნდმა წაგების მიუხედავად კარგი ფეხბურთი ითამაშა და ის დღეც გაიხსენა, როცა “ბერნაბეუზე” ლონდონის “არსენალის” მაისურით გაიმარჯვა.
“ლივერპულის” შესახებ მესმის კრიტიკული სიტყვები, რაც მოტივაციის გაზრდაში გვეხმარება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა და უკეთ თამაში.”
“რეალთან” თამაშის შემდეგ კმაყოფილი ვარ, რადგან მთელმა გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა და გამოჩნდა, რომ უთამაშებელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს სათანადო თამაშის ჩვენება” – განაცხადა კოლო ტურემ.
“ყოველთვის მოგება ძნელია. მახსოვს, როცა “არსენალში” ვთამაშობდი “რეალი” დავამარცხეთ, თუმცა ეხლა სხვა დროა, სხვა კლუბში ვთამაშობ და შედეგიც განსხვავებულია” – დაასრულა კოლო ტურემ.