მსოფლიოში ერთ-ერთმა რეიტინგულმა ჟურნალმა "ფორბსმა" წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივიზერია, რომლის წლიური შემოსავალი 105 მილიონი დოლარი გახლდათ.
მეორე ადგილზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ გახლავთ 80 მილიონი დოლარით, ხოლო "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მეოთხე ადგილზე იმყოფება.
კალათბურთელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი "კლივლენდის" ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გახლავთ, ხოლო ჩოგბურთელებს შორის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ლიდერობს.
აღნიშნული რეიტინგი დათვლილია, როგორც ასპარეზობიდან გამომუშავებული, ასევე სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული თანხის გათვალისწინებით. გთავაზობთ "ფორბსის" მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეულს:
- ფლოიდ მეივიზერი (აშშ, კრივი) - 105 მილიონი დოლარი
- კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ფეხბურთი) - 80
- ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) - 72.3
- ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) - 64.7
- კობი ბრაიანტი (აშშ, კალათბურთი) - 61.5
- ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი) - 61.2
- როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) - 56.2
- ფილ მიკელსონი (აშშ, გოლფი) - 53.2
- რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი) - 44.5
- მეთ რაიანი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) - 43.8