კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე განაცხადა, რომ მის გუნდს წინ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდება. ესპანელები მოგების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს.
"პირველი მატჩისგან განსხვავებით, "აიაქსისგან" მამაცურ ბრძოლას ველი. წინა წლის მატჩი ვნახე, როდესაც ჰოლანდიელებმა ესპანელები დაამარცხეს, მაგრამ ყოველწლიურად გუნდების შემადგენლობები იცვლება და "აიაქსის" სახით ახალი გამოწვევა გვიდგას წინ. მომდევნო მატჩი მერვედფინალის საგზურის მომტანი უნდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ პრიმერადივიზიონში ორი მატჩი წავაგეთ, შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ. არ მინდა "ბარსელონას" სათამაშო სტილი შევცვალო, ეს ჩემი სათამაშო ტაქტიკაა, რომელიც წარმატების მომტანია." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ბარსელონელები მომდევნო მატჩში სერხი რობერტოს, ანდრეს ინიესტა და მატიეს მოისაკლისებენ. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.