ფეხბურთი

12:01 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო “გუანჯოუში” მთავარ მწვრთნელად იმუშავებს

ჩინეთის სუპერლიგის ჩემპიონ “გუანჯოუს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იტალიელი ფაბიო კანავარო იმუშავებს. აღნიშნულ ცნობას ჩინური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. შეგახსენებთ, კანავარომდე ჩინურ კლუბში მარჩელო ლიპი მუშაობა.

კანავარომ, რომელიც მარჩელო ლიპის იტალიის ნაკრებს 2006 წლის მუნდიალზე კაპიტნობდა, გასულ სეზონში “ალ-აჰლიში” მთავარი მწვრთნელის რუმინელი კოსმინ ოლარუს ასისტენტად იმუშავა. 2013-2014 წლების სეზონი კანავაროს სამწვრთნელო კარიერაში სადებიუტო იყო. სწორედ “ალ-აჰლიში” დაასრულა ფეხბურთელის კარიერა იტალიელმა.

საინტერესოა, რომ “გუანჯოუში” კანავაროს თანამემამულე 31 წლის ნახევარმცველი ალესანდრო დიამანტი თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115996