მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერმა არიენ რობენმა “რომასთან” მოახლოებული მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჰოლანდიელი ვარსკვლავის თქმით, ის რაც რომში მოხდა, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება და ასეთი რამ მომავალ მატჩში გამორიცხულია.
“ოთხშაბათს ძალიან რთული თამაში გველოდება. ორი კვირის წინანდელი ანგარიში არაფერს ცვლის, 7:1 ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ თუ ხდება. “რომა” ძლიერი გუნდია და დარწმუნებული ვარ მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ” – განაცხადა რობენმა.
“ბაიერნმა” “რომა” ორი კვირის წინათ რომში 7:1 გაანადგურა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ოთხშაბათს თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.