საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 14 ნოემბერს თბილისში პოლონეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის შეკრებაზე გამოძახებულთა სია გამოაქვეყნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ქეცბაიამ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე (“ოთელოსი”, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი (“დინამო”).
მცველები: გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე (“ომონია”, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია (უგუნდო), სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი), გია გრიგალავა (“ანჟი”, რუსეთი), ლაშა დვალი (“სკონტო”, ლატვია), ლევან კაკუბავა (“სამტრედია”).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (“კარპატი”, უკრაინა), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”, უკრაინა) ჯაბა კანკავა (“დნიპრო”,უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”,ბელგია), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, რუსეთი) მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა “დინამო”), ნიკა ძალამიძე (“იაგიელონია”, პოლონეთი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი (“ფლამურტარი”, ალბანეთი), გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”, რუმინეთი).
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული, ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში შემტევ ნახევარმცველ ნიკა ძალამიძეს უხმო. ასევე, ნაკრებში ლევან კაკუბავა დააბრუნა.
ეროვნული გუნდი შეკრებას 10 ნოემბერს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” დაიწყებს. პოლონეთთა მატჩი “დინამო არენაზე” შედგება და სტარტს 21 საათზე აიღებს. ბილეთები 5, 7, 10 და 15 ლარი ეღირება.
მიმდინარე წელს, ეროვნული ნაკრები ბოლო მატჩს ჩაატარებს. მართალია, 18 ნოემბერიც ფიფა-უეფას კალენდარში სათამაშო დღეა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად სპარინგ-პარტნიორი არ ჰყავს.