ფეხბურთი

16:53 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბაჰჩეს” ვან პერსი უნდა

ინგლისური გამოცემა “დეილი სტარი” გვამცნობს, რომ “ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” “მანჩესტერი იუნაიტედის” 31 წლის თავდამსხმელის რობინ ვან პერსის შეძენა სურს.

თურქულ კლუბებს, რომ ფინანსები არ უჭირთ არახალი ამბავია და ამიტომაც ტრანსფერის ალბათობას ინგლისელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ.

თურქებს ფეხბურთელის დამატება ზამთარშივე სურთ, თუმცა “იუნაიტედი” მის გაშვებას მინიმუმ ზაფხულამდე არ აპირებს.

ვან პერსი “წითელ ეშმაკებში” ლონდონის “არსენალიდან” 2012 წელს 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113289